|
2016-12-19 13:20:34, 976 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში შეშის მარაგს 1000-მდე ოჯახი მიიღებს
ნაძალადევში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ელექტროენერგიითა და გაზმომარაგებით ვერ სარგებლობენ, შეშა ურიგდებათ. თბილისის მერიის ინფორმაციით, რაიონის მასშტაბით, სულ 1000-მდე ოჯახს გამოეყოფა ზამთრის სეზონისთვის აუცილებელი დახმარება. მათივე ცნობით, თითოეული ოჯახი 1,5 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს, სულ 1600 კუბური მეტრი დარიგდება. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან 148 800 ლარს გამოყოფს. დახმარება უკვე მიიღეს თემქის მცხოვრებლებმა. ამ ეტაპზე შეშის დარიგება სანზონაში მიმდინარეობს. ზამთრის მარაგი მიიღო გუდამაყრის #2-ში, კარდილოგიური კლინიკის ყოფილ შენობასა და ასევე ქარხანა „ალიონში“ მცხოვრებმა სოციალურად შეჭირვებულმა მოსახლეობამ. დახმარებას მიიღებს ყველა ის კომპაქტური ჩასახლება, რომელიც არ არის გაზიფიცირებული და არ მიეწოდება ელექტროენერგია. მომდევნო დღეებში შეშა დაურიგდებათ ლოტკინისა და ნაძალადევის უბნების მოსახლეობას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)