|
2016-12-19 12:56:00, 935 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობით, მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის - „მიგრაციული პროცესები ფოტო კადრში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. უწყების ინფორმაციით, ფოტოკონკურსი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა დაბრუნებულ მიგრანტთა და მათი რეინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიგრანტთა საერთაშორისო დღე დაარსებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ და 2000 წლიდან ყოველ 18 დეკემბერს აღინიშნება. 1990 წლის 18 დეკემბერს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)