20:33 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 16:50:22, 1378 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაცია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს პრემიერ-მინისტრის განცხადების დამახინჯებაში ადანაშაულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მიზანმიმართულად დამახინჯებაზე საუბრობენ და ამ ფაქტს პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებენ.

როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა სიცრუეა. 

"სამწუხაროდ, გახშირდა ადამიანებისთვის მგრძნობიარე და მტკივნეული თემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება - სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ამა თუ იმ ინფორმაციას, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მიზანმიმართულად ამახინჯებენ. სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები, რომელთა რეალიზაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობა აღარ იქნება ყოველდღიურად დამოკიდებული სავალუტო კურსის ცვლილებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკისა და ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, მისი ეკონომიკა იყოს უკეთეს მდგომარეობაში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით“, - აცხადებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics