|
2016-12-13 11:53:19, 1392 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოთხოვნა, საახალწლო კონცერტის წამყვანი მამაკაცი იყოს, სქესის ნიშნით დისკრიმინაციაა
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საახალწლო კონცერტის წამყვანად მამაკაცს ეძებს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დასაქმების სფეროდან ქალთა სეგრეგაციის მიზნით სხვადასხვა შეზღუდვების დაწესება, სამწუხაროდ, დღეს ისევ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, ქალთა გამორიცხვის მსგავსი აშკარა მცდელობა საჯარო ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით საგანგაშოა. „იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, შესაბამისი პირობები შექმნას ქალების მიერ შრომის უფლების სრულყოფილი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, თვითმმართველობის ორგანო თავად უწყობს ხელს დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციული შეხედულებების დამკვიდრებას“,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)