20:48 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 16:06:29, 1183 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილის განცხადებით, გერმანულ მედიაში შექმნილი საქართველოს სურათი, როგორც ქურდების ქვეყნისა, მტკივნეული იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მედიასაშუალებში შექმნილი  საქართველოს სურათი, როგორც ქურდებისა და თაღლითების ქვეყანისა, ძალიან მტკივნეული იყო.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა გერმანულ გამოცემა ZEIT ONLINE-თან ინტერვიუში ინტერვიუერის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, „საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გაჭიანურება, ასევე, გერმანიის პოლიტიკამაც განაპირობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებში შეიქმნა საქართველოს სურათი, როგორც ქურდებისა და თაღლითების ქვეყანისა“

„ასეთი სახის გაშუქება, რასაკვირველია, ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის. ფაქტები იყო არასწორად წარმოდგენილი, ხოლო სტატისტიკური მონაცემები დაუსაბუთებელი. მაგრამ ფაქტია, რომ ამ გაშუქებამ გარკვეული წარმოდგენები შექმნა. პოლიტიკაში კი ასეთ წარმოდგენებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივავლინეთ პოლიციის ატაშე საქართველოს საელჩოში ბერლინში. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები დღეს ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა დონეზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არაერთხელ იმყოფებოდა გერმანიაში და ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი დიდი სურვილია გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ ასეთი სახის წარმოდგენებზე“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics