16:23 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 10:48:48, 1146 ნახვა

საზოგადოება
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე დაწესებული რეჟიმები მოიხსნა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics