2016-12-10 15:17:01, 2690 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ავიაიერიშის შედეგად, ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი, ბუბაკერ ალ-ჰაკიმი დაიღუპა
სირიაში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ავიაიერიშის შედეგად , "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ბუბაკერ ალ-ჰაკიმი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტი 26 ნოემბერს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ახლა დადასტურდა.
როგორც BBC წერს, ალ-ჰაკიმი ფრანგულ, სატირულ გამოცემა Charlie Hebdo-ზე თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.
ტერორისტული დაჯგუფების 33 წლის ბოევიკი წარმოშობით თუნისელი იყო. 2008 წელს ალ-ჰაკიმი საფრანგეთში დააპატიმრეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ბაღდადში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამასთან, მედიის ცნობით, ის 2011 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ტუნისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 2 ადგილობრივი პოლიტიკოსი მოკლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან