16:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 13:04:51, 1184 ნახვა

საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კონა“ ბალახეული ჩაის წარმოებას იწყებს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „კონამ“  12 სახეობის ბალახეული  ჩაის პრეზენტაცია გამართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოოპერატივი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევში 2014 წელს შეიქმნა და იმავე წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. მასში გაერთიანებულია 5 მეპაიე.

კოოპერატივ „კონას“ თავმჯდომარის ნატალია ფარცხალაძის განცხადებით, ისინი 12 სახეობის  ჩაის აწარმოებენ , მათ შორისაა 9 კომბინაცია, რომელიც  ქართველი და ფრანგი ფიტოთერაპევტების დახმარებით დამზადდა. ნედლეულად გამოყენებულია  სოფელ ლავრისხევში მათ მიერ მოყვანილი და შეგროვილი მცენარეები, ასევე სხვა კოოოპერატივების მიერ წარმოებული ჩაი. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და მათ შორის კოოპერატივ „კონას“  აქვს საშუალება განავითაროს თავის წარმოება - აცხადებს  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე.

„კონას“ საწარმოს აღჭურვა და კოოპერატივის  ბრენდირება განხორცილდა  ოქსფამისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“  მეშვეობით  საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის და  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ფარგლებში. 

დღეისათვის საქართველოში 1633 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული,  მათ შორის 124 შიდა ქართლის რეგიონში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics