14:54 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 15:00:34, 1213 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის პარტნიორულ  და მეგობრულ ურთიერთობებს  და აღინიშნა, როგორც უსაფრთხოების, ისე სამართალდაცვით და სხვა სფეროებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მათივე ცნობით, მხარეებმა  გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს და საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლის კუთხით, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გააქტიურების გზებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics