11:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 13:44:10, 2555 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: კერძო სექტორის განვითარებაში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია

ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში. იმედი გვაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება და გაძლიერდება, რაც ასევე ხელს შეუწყობს დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვას, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ასევე შესაძლებლობა იქნება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ინოვაციების, გაუმჯობესებული დამატებული ღირებულების და DCFTA-ს სტანდარტებისა და ვალდებულებებთან დაახლოების მიმართულებით. ასევე უნდა აღინიშნოს  EIB-სა და ევროპის საინვესტიციო ფონდის  (EIF)  ერთობლივი ინიციატივა ევროკავშირთან ერთად Horizon 2020-ის ფარგლებში - InnovFin – ის მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში შესაძლებელი არის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოების ზრდის მხრივ ინოვაციური იდეების და კვლევების დაფინანსების მიზნით, ასვეე ტექნიკური მხარდაჭერის რჩევების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics