|
2016-12-08 12:56:06, 1016 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს ორგანიზებით, უწყების თანამშრომლებმა და პრობაციონერებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით უწყების თანამშრომლებმა და პრობაციონერებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ნაძვის ნერგები პრობაციონერებთან ერთად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეებმა ზვიად მიხანაშვილმა და თეიმურაზ მღებრიშვილმა, ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა გრიგოლიამ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში მრჩეველმა ენტონი სტრეველერმა დარგეს. დღესვე სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ (INL) სამუშაო ინვენტარი გადასცა, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულებისთვის არის განკუთვნილი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით გამწვანების აქცია ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიის გარდა, პენიტენციური დაწესებულებების ეზოებშიც ჩატარდა. „ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მიერ პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემული სამუშაო იარაღებით პრობაციონერები მათზე დაკისრებულ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას აღასრულებენ“, - განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა. საქართველოში ამერიკის საელჩოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში მრჩეველი ენტონი სტრეველერმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დღევანდელი ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს აქცია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის შესრულებას ემსახურება. ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სწორედ ასეთი სახით უნდა მოხდეს“, - განაცხადა ენტონი სტრეველერმა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა გრიგოლიას განცხადებით INL-ის მიერ გადაცემული ინვენტარი როგორც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ასევე შრომამისჯილი მსჯავრდებულებისთვისაც გამოიყენება. გამწვანების აქციას დღეს თბილისის მერიაც შეუერთდა და უწყებას ნაძვის ნერგები გადასცა.
(NS)
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)