|
2016-12-06 11:15:15, 868 ნახვა
საზოგადოება
„დედაენის ბაღში" საახალწლო ქალაქი მოეწყობა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე, საახალწლო ღონისძიებების დეტალებზე ისაუბრა. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, წელს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ქუჩები არ გადაიკეტება. „ეპიცენტრი საახალწლო ღონისძიებების იქნება „დედაენის ბაღში“ და განახლებულ აღმაშენებელზე. „დედაენის ბაღში“ 25 დეკემბრიდან იხსნება საახალწლო ქალაქი, სადაც ბევრი საინტერესო კულტურული ღონისძიება მოეწყობა. საახალწლო ღონისძიებებით დატვირთული იქნება განახლებული აღმაშენებლის გამზირიც. რაც შეეხება 31 დეკემბრის გალა კონცერტს, ის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება საახალწლო ილუმინაციებს, თბილისის მერის თქმით, წელს პეკინის ქუჩა, აეროპორტის ტრასა და აღმაშენებლის გამზირი საახალწლოდ ახალი დიზაინით მოირთვება.
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)