2016-12-05 17:55:53, 2885 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში ამბოხებულების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, რუსი ექთანი გარდაიცვალა
სირიის ქალაქ ალეპოში ამბოხებულების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად რუსი ექთანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ AP რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად კიდევ 2 ექიმი და რამდენიმე პაციენტი დაშავდა.
როგორც სააგენტო წერს, აჯანყებულებმა რუსეთის ხელისუფლების მიერ ალეპოში მოწყობილ საველე ჰოსპიტალს გაუხსნეს ცეცხლი.
ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. ნოემბრის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ ალეპოში მობილური ჰოსპიტალი გაგზავნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ალეპოში ექთნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
ცნობისთვის, ნოემბრის ბოლოს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ ალეპოში მობილური ჰოსპიტალი გაგზავნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან