11:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 12:24:10, 696 ნახვა

საზოგადოება
ოთარ კახიძე: ხელისუფლება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმით სპეკულირებას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ეწეოდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატ ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ეწეოდა ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმით სპეკულირებას და ეს სასამართლო გადაწყვეტილებამაც დააადასტურა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი  ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა.

„ზურაბ ჟანიას საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი დასრულდა და კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა ქართული ოცნების ცილისწამებასა და მიცვალებულის სახელით მანიპულირებას. დადგინდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩაჩუა უდანაშაულო იყო და  მის მიერ შედგენილი დასკვნა  აბსოლუტურად სწორი.  ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ სპეკულირებდა ყოფილი პრემიერის გარდაცვალებით. ეს არის ხელისუფლების ჩვეულებრივი სტილი. გაგახსენებთ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას დააბრალეს;  სანდრა რულოვსის მიმართა ბრალდებებს, რომ ის ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა. ეს არის ხელისუფლების სახე და სტილი და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენი საზოგოადება კარგად ხედავს“,-აღნიშნა კახიძემ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics