12:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-04 10:23:29, 2624 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს პანკისის ხეობიდან მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს ახმეტის რაიონის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებმა სტუმრებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს.

მათივე ცნობით,  ვიზიტის ფარგლებში, მოზარდები ახალწვეულთა თეორიულ და სამწყობრო მეცადინეობის დაესწრნენ.

მათთვის ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენაც მოეწყო.

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, შს სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics