21:36 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 13:15:26, 2643 ნახვა

მსოფლიო
ISIS-ს მებრძოლებმა მოსულში ბოლო 2 დღის განმავლობაში 15 ბავშვი მოკლეს

მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ბოლო 2 დღის განმავლობაში 15 ბავშვი მოკლეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია ერაყის შეიარაღებული ძალების ოფიცერზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, ბავშვები მშობლებთან ერთად მოსულიდან გაქცევას ცდილობდნენ, როდესაც მათ ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, ჯიჰადისტები სიკვდილით დასჯით ემუქრებიან მოსულში დარჩენილ მშვიდობიან მცხოვრებლებს, თუკი ისინი ქალაქის დატოვებას ეცდებიან.

ორგანიზაცია “წითელი ნახევარმთვარის” მონაცემებით, ბოლო 2 დღის განმავლობაში მოსულის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რაიონები 2 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მოსულის შტურმი ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ საჰაერო მხარდაჭერას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია უწევს.

ცნობისთვის, "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი მოსული 2014 წელს დაიკავა. იმ დროისთვის ქალაქში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics