21:36 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 22:22:18, 2820 ნახვა

მსოფლიო
ამერიკის რამდენიმე შტატში ტორნადოების სერიას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

მისისიპის და ალაბამას შტატებს ტორნადოების სერიამ გადაუარა. 

USA TODAY-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია.

ტორნადომ ალაბამაში ორი ქალაქი დააზარალა. როზალიში ქარბორბალას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ იდერში კი ტორნადოს შედეგად 4 მცირეწლოვანი დაშავდა. სტიქიამ რამდენიმე დასახლება დააზარალა მისისიპიშიც, სადაც სამი ტორნადო დაფიქსირდა.

ქარბორბალამ შენობებს სახურავები გადახადა, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

მეტეოროლოგების განცხადებით, ტორნადოების სერია ძლიერი შტორმის გამო ჩამოყალიბდა და ახლა ის ტენესის შტატს ემუქრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics