13:50 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 14:08:27, 922 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილს, გახარიას, კალაძესა და რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სანდრა რულოვსს სადეპუტატო  უფლებამოსილება შეუწყდათ.

კვირიკაშვილის, გახარიასა და  კალაძის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სამთავრობო თანამდებობებია.

რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მან პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კენჭისყრა პარლამენტში დღეს შედგა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა უწევთ გუგული მაღრაძეს, დავით მათიკაშვილსა და გიორგი ხატიძეს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი - გიორგი ღვინიაშვილს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics