2016-11-29 14:16:53, 2906 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიელი ფეხბურთელების ავიაკატასტროფა კოლუმბიაში - გარდაიცვალა 76 ადამიანი, 5 კი გადარჩა
კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი გადარჩა, - ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო სამუშაოები ძლიერი წვიმისა და რთული რელიეფის გამო შეფერხებით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის არიას 3 ფეხბურტელი - ჯექსონ ფოლმანი, დანილო და ალან რუშელი. გადარჩენილებს შორის ასევე საფეხბურთო კლუბის ფსიქოთერაპევტია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მეხუთე გადარჩენილი ბრაზილიელი ჟურნალისტია.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი და 72 მგზავრი იმყოფებოდა. მედია საშუალების ინფორმაციით, მგზავრებს შორის ბრაზილიური კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები იყვნენ. ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდნენ, სადაც კოლუმბიურ კლუბთან "ატლეტიკო ნასიონალთან" უნდა ეთამაშათ.


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან