11:56 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 20:07:06, 871 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა

მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერმა ხელი მოაწერა ბრძანებებს, რომელთა მიხედვითაც, საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ ჯანელიძის მოადგილეებად დაინიშნენ დავით ჯალაღანია, დავით დონდუა, ზვიად გონაძე,  ხათუნა თოთლაძე, ვახტანგ მახარობლიშვილი, დავით ზალკალიანი.

ამასთან, მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია დანარჩენი მინისტრების მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ბრძანებები მოადგილეების დანიშვნის შესახებ გამოქვეყნებული არ არის.

ცნობისთვის, მოადგილეების დანიშვნის პროცესი 29 ნოემბერს უნდა დასრულდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics