|
2016-11-28 17:51:07, 915 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია, უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა ხელისუფლების საქმიანობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის" რიგით მერვე კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ბრიუსელში ტარდება. კერძოდ, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიის გახსნით პანელში, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკას დაეთმო. საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მთავარი მიზნებისა და ზოგადად ქვეყნის განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და მნიშვნელობას. მისი განცხადებით, ეფექტური ინკლუზიური მმართველობის დანერგვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას მოწმობს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან პროცესებში. „ამის მაგალითია თუნდაც ის რომ სამოქალაქო სექტორი სრულად არის ჩართული, როგორც ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის, ასევე მისი შემუსავების პროცესში და მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ წელს პირველად იქნა მიღებული. სამოქალაქო სექტორთან თანამსრომლობა მნიშვნელოვანია ყველა იმ ფუნდამენტური მიზნის მიღწევისთვის რაც გააჩნია ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას - ეს არის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა" - აღნიშნა მინისტრმა. მან მადლობა გადაუხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ეროვნულ პლატფორმას, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ამის ერთ-ერთი მაგალითია ეროვნული პლატფორმის ინიციატივით საქართველოში მიმდინარე ყოველწლიური კონფერენცია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პოლიტიკურ პლატფორმაზე, ახალ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე. ღონისიებას აღმოსვალეთ პარტნიორობის სამოქალქო ფორუმის 6 ქვეყნის სამოქლაქო საზოგადოების და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებიან. რიგით მერვე კონფერენცია ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნა.
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)