04:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 15:00:14, 1279 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: „ენგურჰესი“ საქართველოს საკუთრებაა

„ენგურჰესი“ საქართველოს საკუთრებაა, - ასე უპასუხა საქართველო ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარლამენტში ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" დეპუტატ ადა მარშანიას კითხვას.

კალაძის თქმით, აღნიშნული ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას საქართველო მოიხმარს.

"ენგურჰესი არის ჩვენი საკუთრება. მისგან გამომუშავებულ ენერგიას იღებს საქართველო და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები", - განაცხადა კალაძემ

ცნობისთვის, ამიერკავკასიაში უდიდესი ჰესია, რომელიც მდინარე ენგურზე მდებარეობს. ის 1961-1978 წლებში შენდებოდა და მის თაღოვან კაშხალს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics