|
2016-11-22 15:06:10, 742 ნახვა
პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახე იქნება
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში 3 ახალი სახე იქნება. ცვლილებები ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეეხო. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძე წარადგინა. სხვა სამინისტროებში ცვლილებები არ განხორციელებულა. ენერგეტიკის სამინისტროს კვლავ კახი კალაძე უხელმძღვანელებს; იუსტიციის სამინისტროს - თეა წულუკიანი; დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოვალეობას ასრულდება, ფინანსთა სამინისტროს ჩაუდგება სათავეში; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება; სოფლის მეურნეობის მინიტრი ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; სასჯელაღსრულების მინისტრი - კახა კახიშვილი; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი; გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - ტარიელ ხეჩიკაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე. რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელსაც გელა დუმბაძე ხელმძღვანელობდა, აღნიშნული უწყება გაუქმდა და მის ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეითავსებს.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)