|
2016-11-18 15:48:21, 969 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სამედიცინო ტურიზმის შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვთ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან გორგილაძემ მიმართა. კონფერენციის მსვლელობის დროს მონაწილეებს და მომხსენებლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სამედიცინო ტურიზმის განვითარების პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და სამედიცინო თანამედროვე ასპექტებს, შეხვდენ ამ დარგში მომუშავე ცნობილ სპეციალისტებს. „კონფერენციაზე მოხსენებებს ქართველ პროფესორებთან ერთად წაიკითხავენ ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ მოსალოდნელი შედეგები სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის, ინტერკულტურული თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი კონტაქტების დამყარების სახით, რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხით შედეგიანი აღმოჩნდება“, - აღნიშნა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ გერზმავამ. კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზაციული მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 28 მოხსენება. კონფერენცია 20 ნოემბერს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)