2016-11-18 14:05:49, 2238 ნახვა
მსოფლიო
ერაყში ქორწილის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - გარდაცვლილია 40 ადამიანი
ერაყში ქორწილის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი გარდაიცვალა, 60-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.
მედიის ცნობით, თავდასხმა ქალაქ ფელუჯადან 30 კილომეტრში მდებარე დასახლებაში მოხდა, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან 2016 წლის ზაფხულში გაათავსუფლეს.
როგორც მედია საშუალება იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ მანქანაში თავი აიფეთქა. აღსანიშნავია, რომ აფეთქება სამართალდამცველის ქორწილში მოხდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ცნობისთვის, სამი დღის წინ ფალუჯაში ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინაც ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან