01:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 13:09:59, 1326 ნახვა

კომენტარი
თამარ ჟვანია: საქართველოში არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება ტრადიციად იქცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მე-9 მოწვევის პარლამენტს, რეგლამენტის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები წარუდგინა.

ჟვანიას განცხადებით, 2016 წლის პარლამენტის არჩევნები საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო  და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება ქვეყანაში ტრადიციად იქცა.

„საქართველოში უკვე რამდენიმე საარჩევნო ციკლია ვხედავთ, როგორ ვითარდება ეტაპობრივად საარჩევნო გარემო და  მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს ეფუძნება. 2016 წლის პარლამენტის არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ტესტი, რომელიც ჩატარდა მშვიდობიან, კონკურენტულ ვითარებაში, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში გამოეხატათ საკუთარი ნება და ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო  დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, რეგიონში ლიდერ პოზიციას იკავებს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics