22:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 09:16:32, 807 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის პირველ სხდომას გიორგი მარგველაშვილი გახსნის

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის, ხოლო შემდგომ  „ქართული ოცნების“ სიით არჩეული, უხუცესი წევრი  რევაზ არველაძე  გაუძღვება.

ეს რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმაა.

 ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია პარლამენტის პირველ სხდომას დაესწროს. 

პირველ სხდომაზე ასევე შეიძლება მიწვეულ იყვნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომა დღეს  12:00 საათზე გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics