20:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 15:09:55, 743 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: "გირჩის" მხრიდან საზოგადოების დაბოლებას აქვს ადგილი

"გირჩის" მხრიდან საზოგადოების დაბოლებას აქვს ადგილი, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი "გირჩის" ინიციატივას მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აღნიშნულს ბავშვების დაბოლება მოჰყვება.

"ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებებით საზოგადოების დაბოლებას აქვს ადგილი. ამას კი, ჩვენი შვილების და ეზოში მოთამაშე ბავშვების დაბოლება მოჰყვება", - განაცხადა ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა პარლამენტსა და მთავრობას, ახალ წლამდე მარიხუანასა და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ლეგალური გახდეს. 

"იმ შემთხვევაში, თუ მე-9 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს, "გირჩის" წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, პარტიის ოფისში, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics