19:25 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 10:16:49, 794 ნახვა

პოლიტიკა
გიგი გიგიაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მერვე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე  წლის 17 ნოემბერს ქ. ერევანში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის"არაფორმალური დიალოგის მერვე შეხვედრაში.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან კრისტოფ ბელიარდი.

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება„ აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტზე განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობაზე და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
 


 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics