12:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 22:17:27, 1548 ნახვა

სპეციალური ანონსი
11 ნოემბრის სპეციალური ანონსი

11 ნოემბერს, 09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 
მის: ინგოროყვას ქ. #7

11 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება, რომელსაც თსუ-ის კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თბილისის მერი დავით ნარმანია, ქართველი და უცხოელი პროფესორები დაესწრებიან.
თემა: „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. 
მის.: უნივერსიტეტის ქ.#2, თსუ X (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია

11 ნოემბერს, 10:30 საათზე, ქალაქ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავს. დავის საგანია სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება). საკონსტიტუციო სარჩელის წარმომადგენელი - ვახუშტი მენაბდე.
მის: ბათუმი, მ. აბაშიძის ქ.16/18, საკონსტიტუციო სასამართლო 

11 ნოემბერს, 11 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. თემა: სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გახსნილი საქმე. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ., N  72

11 ნოემბერს, 11:00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. თემა: სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გახსნილი საქმე. 
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N 72

11 ნოემბერს, 12:00 საათზე, ტრანსპორტის პროფკავშირის ორგანიზებით, იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან ტაქსის მძღოლები შეიკრიბებიან და პროფკავშირის დაფუძნების და სფეროში არსებული პრობლემების შესახებ სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. 

11 ნოემბერს, 14:00 საათზე, წალკისა და წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ნარდევანის მოსახლეობა მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გამართავს.
თემა: ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის უკანონო ქმედება.

11 ნოემბერს, 16:00 საათზე, “თიბისი გალერეაში” გაიმართება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics