03:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 10:11:56, 1705 ნახვა

სამართალი
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბათუმის მერის წარმომადგენელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქ. ბათუმის მერის წარმომადგენელი კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა დევაძე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა დევაძემ მოქალაქეს უკანონო მშენებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც  სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics