15:05 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 22:50:33, 687 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: იდეას, რომ პრეზიდენტი აღარ აირჩიონ, რეალური საფუძველი არ გააჩნია

იდეას, რომ პრეზიდენტი აღარ აირჩიონ, რეალური საფუძველი არ გააჩნია, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

როგორც პრეზიდენტმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, "ქართული ოცნების" წევრთა ამ განცხადებებს რეალური საფუძველი არ გააჩნია და ეს პრობლემა ქვეყნის წინაშე არ დგას. მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური საკითხია.

"უცნაური იყო ის, რომ არჩევნების მეორე ტური არ იყო ჩატარებული კი არადა, ჩანიშნული, როცა ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ კონსტიტუცია არის შესაცვლელი და პრობლემას პრეზიდენტის არჩევა წარმოადგენს. არჩევის პრაქტიკა ყველაზე დაფუძნებული პოლიტიკური გამოცდილება არის. ბევრნაირი სისტემა არსებობს, ეს სისტემები ფუნქციონირებს დემოკრატიულ სახელმწიფოებში. კითხვის ნიშანი ისმება იმაზე, რომ რა საჭიროა ეს ცვლილება. მაგალითად გინდათ რომ ერთი კედელი დაანგრიოთ და მეორე ააშენოთ, რატომ გჭირდება ხო იცი? ამ იდეას, რომ პრეზიდენტი აღარ აირჩიონ, რეალური საფუძველი არ გააჩნია და ეს იდეა არანაირ კავშირში არ არის იმ გამოწვევებთან, რაც საქართველოში არსებობს. ეს პოლიტიკური საკითხია," - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics