15:05 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 17:31:08, 834 ნახვა

პოლიტიკა
რაქვიაშვილი: სავალდებულო გაწვევის აღდგენის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის აღდგენის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის განმარტებით, თავდაცვის უწყებაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ 15 სექტემბერს შემდგარ უშიშროების საბჭოს სხდომაზე იყო მსჯელობა.

„მე შევხვდი ლევან იზორიას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო დღეს მინისტრის ხედვა გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ისეთი საკითხები, როგორიც არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია-მოდენიზაცია, მათ შორის გაწვევის საკითხი, უშუალო კავშირშია ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობასთან, შესაბამისად ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შემდეგი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics