15:56 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-05 10:42:53, 976 ნახვა

რეგიონი
ხაშურისა და ქარელის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს ახალი ადმინისტრაციული შენობები გადაეცა

ხაშურისა და ქარელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებს ახალი ადმინისტრაციული შენობები გადაეცა.

პერსონალის ახალ სამუშაო გარემოს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა პირადად გაეცნო.

ხაშურისა და ქარელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ფილიალებს ფართი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა გამოუყო. ახალ შენობებში შიდა რეკონსტრუქციისა და მოსაპირკეთებელი, ელექტროსამონტაჟო, თბოტექნიკური, წყალმომარაგებისა და გარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა რაიონული ფილიალები საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკით სრულად აღჭურვა. ამ დრომდე, ხაშურისა და ქარელის სასწრაფო დახმარების რაიონული ცენტრის თანამშრომლები კერძო შენობის სივრცეში იყო განთავსებული.

ადმინისტრაციული შენობები უკვე გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გურჯაანის, ყვარლის, თიანეთის, დმანისის, ჩაქვის, ქუთაისის, ტყიბულის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ოზურგეთისა და ქედის რაიონულ ფილიალებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics