|
2016-11-02 14:30:22, 781 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდეს
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდეს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასეთი ფაქტი კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა. "საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ წინასწარ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გვაქვს. ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ფართო განხილვების საფუძველზე, ფართო კონსულტაციების და ფართო კონსესუსის საფუძველზე, რაც შეეხება ასეთ თემას, ეს არის ნამდვილად სპეკულაციები, არ ვიცი რომელი იურისტები საუბრობენ ამაზე. რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და მისი უფლებამოსილების ვადას, ამას ვერავინ ვერ შეეხება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილების კონსტიტუციით დადგენილი არსებული ვადა არ დასრულდება. ეს არის გამორიცხული. პრეზიდენტის, პარლამენტის და სხვა ოგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებით, არის კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა. ეს არის შესაბამისად, სპეკულაციები და არ ვიცი რომელი კონსტიტუციონალისტები ბრჭყალებში თუ ბრჭყალებს გარეთ საუბრობენ ამაზე",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)