10:58 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 14:12:03, 836 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე შს მინისტრად მამუკა მდინარაძის შესაძლო დანიშვნის საკითხზე კონსულტაციების გამართვას არ ადასტურებს

სამთავრობო ცვლილებებსა და საპარლამენტო თანამდებობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე განცხადების გაკეთება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, კონსულტაციები დღესაც გაგრძელდეს.

“კონსულტაციები დაწყებულია ამ საკითხებზე.  რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამაზე, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრი გააკეთებს კონკრეტულ განცხადებას. არ არის გამორიცხული, დღესაც გაგრძელდეს კონსულტაციები. ზოგადად, კონსულტაციები რომ დაწყებულია, შემიძლია დაგიდასტუროთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე განიხილება თუ არა "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა შს მინისტრის პოსტზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით არავითარი კონსულტაციები არ ყოფილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics