11:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 16:49:22, 566 ნახვა

პოლიტიკა
ნორვეგია მოსკოვის და ცხინვალის რეგიონს შორის მიღებულ შეთანხმებას არ აღიარებს

ნორვეგია რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის მიღებულ შეთანხმებას არ აღიარებს. ამის შესახებ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორგე ბრენდემ განაცხადა.

როგორც ბრენდემ განაცხადა, შეთანხმება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

„ის რომ რუსეთი მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებებს აწერს ხელს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან, სასიკეთო გავლენას არ ახდენს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების მცდელობებზე. შეთანხმება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, მკაცრად ვემიჯნები რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორია - ცხინვალის რეგიონს შორის მიღებულ შეთანხმებას. შეთანხმებას მოსკოვში ხელი მოეწერა ჟენევაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად. დღევანელი შეთანხმება სამწუხაროდ აუფასურებს იმ სამუშაოებს, რომლებიც საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების მიმართულებით იქნა გაწეული", - განაცხადა ბორგე ბრენდემ.

ამასთან, ნორვეგია რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოსა და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებების პირობები შეასრულოს.

„რუსეთმა ბათილად უნდა სცნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან. ნორვეგია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", -განაცხადა ბორგე ბრენდემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics