|
2016-10-18 22:22:40, 1015 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ხალხის ისეთი მხარდაჭერა ვერ მივიღე, რომ გავაგრძელო პოლიტიკაში საქმიანობა
ხალხის ისეთი მხარდაჭერა ვერ მივიღე, რომ გავაგრძელო პოლიტიკაში საქმიანობა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ის, 4 წელიწადში დაბრუნდეს ისევ პოლიტიკაში. „ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ, რომ პარლამენტში გაგვეგრძელებინა საქმიანობა და რასაც ვპირდებოდით, რასაც ვგეგმავდით, ის განგვეხორციელებინა. ამიტომ მე აუცილებლად ჩავთვალე, რომ წავსულიყავი პოლიტიკიდან და პარტიას რეორგანიზაცია დაეწყო. თუმცა, 4 წელიწადში გვექნება საშუალება, ჩვენი სიტყვა ვთქვათ პოლიტიკაში. მე მიმაჩნია, რომ უნდა აკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. ახლა დავინახე, რომ ხალხის ისეთი მხარდაჭერა ვერ მივიღე და დავინახე, რომ მაკლია ლეგიტიმაცია, რომ გავაგრძელო პოლიტიკაში საქმიანობა, მაგრამ როდესაც დავინახავ, რომ ისევ პოლიტიკით შემეძლება, ვაკეთო ხალხისთვის საჭირო საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ ისევ დავბრუნდე პოლიტიკაში. ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი შედეგით დასრულდა არჩევნები, იყო შეურაცხყოფის განცდაც,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)