|
2016-10-18 15:59:21, 1469 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გავლენიანი ჩინური კორპორაციის „CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED“-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯიანჯუნ ზანგს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციამ საპატიო პრეზიდენტის სიგელი გადასცა. სიგელის გადაცემის შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, „CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიანჯუნ ზანგმა და ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შეიქმნება. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინური კორპორაცია საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო გეგმებით შემოვიდა. მისი თქმით, დღეს ჩინურმა მხარემ ინვესტიციები უკვე დააბანდა უძრავ ქონებაში, ამჟამად კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათ დაინტერესებაზე საქართველოს საფინანსო სექტორის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროს მიმართულებით. „პროგრესი ძალიან მაღალია. შესაბამისად, ესაა სწორედ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეალურად ცხოვრებაში უკვე იყოს მოყვანილი და ჩვენ, როგორც საქართველომ, ასევე ჩინეთმა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED ჩინეთში 10 ყველაზე გავლენიან კომპანიას შორის ერთ-ერთია. მისი ძირითადი ელექტროენერგია და გაზია, თუმცა კომპანია საქმიანობს ასევე სატრანსპორტო. ტურისტულ და საფინანსო სექტორში. კომპანიას განხორციელებული აქვს ინვესტიციები აღმოსავლეთ ევროპაში. 2015 წელს კომპანიის შემოსავალმა 39 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციას, მას უფლება აქვს, გაწევრიანდეს სხვა და სხვა ორგანიზაციებში, ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო ურთიერთობები, გააფორმოს შეთანხმებები. ასოციაციის წესდების თანახმად მისი ძირითადი მოვალეობა ბიზნეს, სასწავლო და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა იქნება.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)