|
2016-10-18 12:57:34, 712 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი მარკ სენფორდი: დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში მყარად გაიდგა ფესვი
ამერიკელი სენატორი მარკ სენფორდი (რესპუბლიკელი - სამხრეთ კაროლინა) საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს. მარკ სენფორდის თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია და შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩვენები ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე უკვე მესამედ იმართება. „დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-წლიან ისტორიას თუ შევაფასებთ, აშკარაა, რომ დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში მყარად გაიდგა ფესვი - და ეს მართლაც ქების ღირსია", - ნათქვამია სენატორ მარკ სენფორდის განცხადებაში. სენატორის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)