03:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 11:21:32, 1556 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსი დასტაბილურდება და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, საშუალო ვადიან პერიოდში ლარის კურსი დასტაბილურდება და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს.

„გაცვლითი კურსის ცვლილებაზე ეროვნულმა ბანკმა უკვე გააკეთა განცხადება. ის გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით. კურსთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთებულა. კურსი დასტაბილურდება საშუალოვადიან პერიოდში და  გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, ერთი ამერიკული დოლარი დღეს 2.3752 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევროს შეძენა  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 2.6103 ლარადაა შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics