11:55 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 17:12:29, 2032 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში პოლიციამ ახალგაზრდა ქალი მოკლა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ოსტინში პოლიციამ ქალი მოკლა, - ამის შესახებ ტელეკომპანია NBC-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალადამცველები შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც პოლიციაში ქალის მეუღლემ დარეკა და განაცხადა, რომ მის ცოლს ცეცხლსასროლი იარაღი აქვს.

სამართალდამცველების განცხადებით, როდესაც ოფიცრები საცხოვრებელ ბინაში მივიდნენ, მათ შეიარაღებული ქალი დაინახეს, რომელმაც პოლიციელებს იარაღი დაუმიზნა და სთხოვა, რომ მისთვის ესროლათ. პოლიციამ მას იარაღის დაგდება უბრძანა.

ქალმა სამართალდამცველების მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს და დაჭრეს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, 25 წლის ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics