2016-10-17 15:46:57, 2498 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ქიმიური კომპანიის საწარმოში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები (ვიდეო)
გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში ქიმიური კომპანია BASF-ის საწარმოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება წერს, აფეტქების მიზეზი ჯერ უცნობია. ამასთანავე, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
აფეთქება Landeshafen Nord-ის პორტში მდებარე საწარმოში დილით 11:30 საათზე მოხდა. კომპანია BASF-ი პროდუქციის დაახლოებით 40%-ის ტრანსპორტირებას აღნიშნული პორტის გავლით ახორციელებს.
მედიის ინფორმაციით, ქარხნის მუშაობა შეჩერებულია.
ცნობისთვის, 2014 წლის ოქტომბერში ლუდვიგსჰაფენში BASF-ისა და “გაზპრომის” მილსადენზე მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 30-მდე ადამიანი. ამასთან, საწარმოზე სულ 9 აფეთქება მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან