|
2016-10-17 11:36:41, 705 ნახვა
პოლიტიკა
ბარამიძე: „ენმ“-ის, „ფორუმის“, „დემოკრატების“ და „რესპუბლიკელების“ გაერთიანებაზე კულუარული საუბრები იყო
„ნაციონალური მოძრაობის“ , „ეროვნული ფორუმის“ „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკური პარტიის“ გაერთიანებაზე კულუარული საუბრები იყო,თუმა ოფიციალურ მოლაპარაკებებამდე საქმე არ მისულა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ბარამიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიის დეპუტატებს შორის საუბარი მიმდინარეობდა, თუმცა ოფიციალური კონსულტაციები არ გამართულა. „საუბარი იმაზე იყო, რომ როდესაც ირაკლი ალასანიას პარტია გამოვიდა უმრავლესობიდან, საშუალება ნამდვილად იყო, გვემსჯელა, რათა შექმნილიყო ახალი კონფიგურაცია პარლამენტში. ამის თაობაზე საუბრები მაშინაც იყო, მათ შორის - პრესითაც, რათა ივანიშვილი ჩამოშორებულიყო ხელისუფლებას და პარლამენტში ვითარების შეცვლის შესაძლებლობა ყოფილიყო. ამის თაობაზე მსჯელობაც იყო, მაგრამ საბოლოოდ თანხმობამდე ვერ მივედით. ეს უკვე ვისი ბრალი იყო, როგორ იყო, სხვა თემაა, მაგრამ ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით ვინც არ დათანხმდა, „რესპუბლიკელები იყვნენ”, -აღნიშნა ბარამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)