11:45 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 14:01:44, 2185 ნახვა

მსოფლიო
პარიზში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ აქცია გამართეს

პარიზში ათასობით ადამიანმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ხელოვნური განაყოფიერების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შორის “ნაციონალური ფრონტის” წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა მათი ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი მარი ლე პენი მსვლელობაში არ მონაწილეობდა.

როგორც BBC  წერს, დემონსტრანტები ერთნაირსქექსიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსვლელობის ორგანიზატორი იყო გაერთიანება „დემონსტრაცია ყველასთვის“, რომელიც 2013 წელს დაარსდა.

პარალელურად, პარიზში, ტროკადეროს მოედანზე  აქცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეებმაც გამართეს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს საფრანგეთი მსოფლიოში მე-14 ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთნაირსქესიანათა ქორწინება დაუშვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics