|
2016-10-17 13:04:55, 790 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი: "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
"ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით შეკრებას არ აპირებს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მმართველი გუნდი დაპირებების შესრულებას არ აპირებს. "საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა 2017 წლის ბიუჯეტის. როდესაც ეს ბიუჯეტი პარლამენტში შევიდა, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის ფაქტობრივად აღიარება იმის, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს არაფრის გათვალისწინებას ბიუჯეტში. ამ ბიუჯეტში არ არის ასახული ის, რაზეც "ოცნება" საუბრობდა წინასაარჩევნო კამპანიისას. ეს ეხება პენსიების ზრდას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ა.შ. აქ არ წერია, რომ გაიზრდება პენსიები, არ წერია, რომ უფრო მეტი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე. ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს დღეს შეიკრიბოს უმცირესობა და განიხილოს ის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც არის აღიარებითი ჩვენება "ოცნების", რომ არ აპირებს დაპირებების შესრულებას",- განაცხადა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, უმცირესობა წერილობით გააგზავნის თავის მკვეთრად უარყოფით პოზიციას პარლამენტში და ამ კუთხით დააფიქსირებს პოზიციას 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)