|
2016-10-13 19:26:51, 984 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა რურუა ზურაბიშვილზე: ის აბსოლუტურად მიეყიდა ივანიშვილს და ახლა კადრულობს ყველაფერს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მთაწმინდის #1 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს [ის ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს] პასუხობს. როგორც რურუამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიეყიდა და ახლა "ყველაფერს კადრულობს". „ქალბატონი ზურაბიშვილი ვინც არის პოლიტიკური გასტროლიორი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, იმისთვის, რომ ხელი გამოკრას ნებისმიერ ფასად, რაიმე თანამდებობას. ის აბსოლუტურად მიეყიდა ივანიშვილს და ახლა კადრულობს ყველაფერს, რომ რამენაირად, რასაც დაპირდნენ ის მიიღოს. ეს არის სრული სიცრუე. არანაირ უჯრაში, არანაირი ბიულეტენი არ ყოფილა. ეს დაადასტურა თვითონ კომისიის თავმჯდომარემაც, ოცნების თავმჯდომარემაც,“ - განაცხადა ნიკა რურუამ. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ადვოკატის თქმით, მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ცარიელი ბიულეტენები ჰქონდა, რომელიც ნიკა რურუას სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)