|
2016-10-13 18:54:54, 886 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე ენმ-ის აქტივისტებზე: ამ ხალხის დაკავება კანონის შესაბამისად მოხდა
ამ ხალხის დაკავება კანონის შესაბამისად მოხდა, - ამის შესახებ შინაგან სამინისტროში აცხადებენ. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, ექვსივე დაკავებულის ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდნენ ბრალდებულები. ხუციშვილმა აქვე განაცხადა, რომ სამინისტრო მზად არის გამოაქვეყნოს სატელეფონო გასაუბრების ოქმებიც. აქვე ხუციშვილი ამბობს, რომ კანონი არ დარღვეულა დაკავების დროს. "ამ ხალხის დაკავება კანონის შესაბამისად მოხდა, პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე. არსებობს სატელეფონო გასაუბრების ოქმები, რომელიც შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ. როდესაც ეს პირები გადაიყვანეს იზოლატორში, 4 საათიან ვადაში ყველა ოჯახი იყო გაფრთხილებული, რომ ეს პირები დააკავებულები იყვნენ და იცოდნენ მათი ადგილსამყოფელი,"- განაცხადა ხუციშვილმა. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ექვსივე დაკავებულის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, ასევე უწყებაში განმარტავენ, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სპეციალური დანიშნულების რაზმს წინააღმდეგობა გაუწია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)