|
2016-10-13 17:12:39, 1543 ნახვა
სამართალი
შსს-ს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ყირგიზეთის ძალოვანი უწყებების მინისტრებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ახლადგახსნილ ცენტრში უმასპინძლა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა სტუმრებს ცენტრი დაათვალიერებინა. გიორგი მღებრიშვილის თქმით: „მსგავსი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და იგი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა. თუმცა, ჩვენ მიერ შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ზუსტი ანალოგი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს. იგი იმით არის უნიკალური, რომ მულტიფუნქციურია და რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას ერთდროულად ფარავს: უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას“. შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს პრეზენტაციაზე ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობის პრინციპი და პროცედურები დეტალურად გააცნო. დელეგაციის წევრები, ასევე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვივნენ. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ. „112“-ის დირექტორი, გიორგი ბიჭაშვილი სტუმრებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა და განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)