15:19 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 13:13:49, 867 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, რადგან ხელისუფლება ძალაუფლების მონოპოლიზაციისკენ მიჰყავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის  ოთარ კახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, რადგან ხელისუფლება ძალაუფლების მონოპოლიზაციისკენ მიჰყავს.

კახიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების ინიციატივა მისასალმებელია, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებენ, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ.

„მივესალმები ამ ინიციატივას, ამის შესახებ განცხადება გააკეთა „რესპუბლიკური პარტიის“  ლიდერმა დავით ბერძენიშვილმაც და რამდენიმე პარტიამ. კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება „ქართულ ოცნებას“. ყველაფერს მეორე ტური გვიჩვენებს. მაგრამ მეორე ტურამდე უნდა მივიდეთ მშვიდად“, -აღნიშნა კახიძემ და დასძინა, რომ შეცდომები, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მმართველობის პერიოდში დაუშვა, სწორედ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შედეგად მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics